სასწავლო პროექტი - "ქართველები დიდ სამამულო ომში"
პროექტები
პროექტის
სახელწოდება
|
ქართველები
დიდ სამამულო ომში
|
პროექტის
მთავარი
იდეა
|
მოსწავლეები
გაეცნობიან დიდი სამამულო ომის ისტორიას,ქართველთა მონაწილეობას
და გმირობას ომში,სოფელ კლდიდან დიდ სამამულო ომში მონაწილეთა ისტორიას.
|
პროექტის
მნიშვნელობა / აქტუალობა
|
მოსწავლეებს
განუვითარდებათ თანამშრომლობის და ინფორმაციის მოძიების
უნარი. მოსწავლე შეძლებს მოძიებული ინფორმაციიდან პროექტისთვის
მნიშვნელოვანი ინფორმაციის შერჩევას. მოსწავლეებს ეცოდინებათ ისტ-ის
გამოყენებით პროექტის მომზადება.მოსწავლეები შეძლებენ ღონისძიების
ორგანიზებას.
|
პროექტის
მიზნები.
|
პროექტის მიზნები შეესაბამება ესგ-ს სტანდარტებს:
ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VII.10. მოსწავლეს
შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.
ისტ.VIII.1. მოსწავლეს
შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VIII.6. მოსწავლეს
შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,
განვითარება და შედეგები.
ისტ.VIII.12. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში
მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი პირობები.
ისტ.VIII.14.
მოსწავლეს
შეუძლია საზოგადოებაში ადამიანის ურთიერთობების
კვლევა.
ისტ.IX.5. მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს საგარეო და
საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა
დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2.
მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად
გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და
ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
მოსწავლეები
შეისწავლიან დიდი სამამულო ომის ისტორიას,
შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას სოფელ
კლდიდან დიდ სამამულო ომში მონაწილეთა შესახებ,გამოუშვებენ
კედლის გაზეთებს,
თითოეული ჯგუფი შექმნის
პრეზენტაციას,განუვითარდებათ ღონისძიების მოწყობის და ჯგუფური
მუშაობის უნარები.
|
მოსწავლეთა
ასაკი
|
13,14,15, წლის მოსწავლეები.
|
ვადები/
ხანგრძლივობა
|
3
თვე(2017 წლის - თებერვალი-აპრილი)
|
მოსალოდნელი
შედეგები/
პროდუქტები,
რა შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუს დიდ სამამულო ომში მონაწილე ადამიანებისაგან,დაევალებათ ომში მონაწილე ადამიანთა ფოტოების მოძიება,
გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დაასუფთავებენ სოფელ კლდეში არსებულ დიდ სამამულო
ომის მონაწილეთა მემორიალს,მოაწყობენ ღონისძიებას, სადაც მოხდება მოპოვებული
ინფორმაციის,ფოტომასალის,სლაიდ შოუს ფორმით წარდგენა.
|
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები
|
ციფრული
ფოტოაპარატი,კომპიუტერი,ფორმატები,მარკერები,კალმები, რვეულები,თაბახის
ფურცლები,პროექტორი,სააქტო დარბაზი.
|
პროექტის
მსვლელობა
(ძირითადი
აქტივობები)
|
1.
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად.
თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას.
ა)
მოიძიონ ინფორმაცია დიდ სამამულო ომში მონაწილე ქართველი მეომრების შესახებ.
ბ)
მოიძიონ ომში მონაწილე ნათესავების ფოტოსურათები.
გ)
მოიძიებული ინფორმაციისა და ფოტოების გამოყენებით გამოუშვან
კედლის გაზეთები .
2. მოძიებული ინფორმაციით
და ფოტო-მასალებით მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს
.
3.7მაისს დაასუფთაონ და ყვავილებით შეამკონ სოფელ
კლდეში მდებარე ომში მონაწილეთა მემორიალი.
4. პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს დაევალებათ
სასკოლო ღონისძიების მოწყობა პროექტის საჩვენებლად.
|
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან კავშირი
|
ისტორია
(ეთნოგრაფია), ისტ–ი,ხელოვნება.
|
პროექტის
ხელმძთღვანელი
|
კლდის
საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი შორენა ჭყოიძე
|
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა
|
|
პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი
|
http://shorenachyoidze.blogspot.com/
|
პრეზენტაციის შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
|
საშუალო
|
კარგი
|
საუკეთესო
|
დავალებასთან
შესაბამისობა
|
მიჰყვება
ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს.
|
მიჰყვება
ინსტრუქციებს,თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
|
ყველა
ინსტრუქცია გათვალისწინებულია,დავალება სრულყოფილად არის
შესრულებული.
|
აუდიტორიასთან
კონტაქტი
|
ვერ
ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან
|
ნაწილობრივ
ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
|
სრულყოფილად
ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
|
შემოქმედებითობა
|
ცდილობს,თუმცა
ვერ აჩვენებს შემოქმედებით უნარს.
|
ნაწილობრივ
აჩვენებს შემოქმედებით უნარს.
|
სრულყოფილად
აჩვენებს შემოქმედებით უნარს.
|
დროის
ლიმიტი
|
ვერ
იცავს დროის ლიმიტს
|
ნაწილობრივ
იცავს დროის ლიმიტს
|
სრულად
იცავს დროის ლიმიტს.
|
Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеОпубликовать в TwitterОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest
სასწავლო პროექტის რეფლექსია
პროექტის ხანგრძლივობა:
თებერვალი-აპრილი,2017წელი.
სკოლა: ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო
სკოლა
საგანი: ისტორია.
პროექტის თემა:
„ქართველები დიდ სამამულო ომში“
კლასი: VII,VIII,IX.
მასწავლებელი: შორენა ჭყოიძე
სასწავლო
პროექტის წარმატებით წარმართვა და სასურველ
შედეგზე გასვლა დამოკიდებულია პროექტის მიზნებისა
და აქტივობების სწორად შერჩევაზე, ამიტომ პროექტის დასაწყისშივე მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები და აქტივობები,რასაც
თითოეული მონაწილე შეასრულებდა პროექტის მომზადების განმავლობაში.
ჩემი აზრით
სასწავლო პროექტი წარმატებით განხორციელდა და მე ,როგორც ისტორიის მასწავლებელმა მიზანს
მივაღწიე.ყველა აქტივობა,რომელიც სამ ჯგუფად დაყოფილ მოსწავლეებს ქონდათ გადანაწილებული,პროექტის
გეგმის მიხედვით განხორციელდა.ჯგუფის თითოეულმა წევრმა ზუსტად იცოდა, რა დავალება ქონდა
შესასრულებელი,ვის რა ინფორმაცია უნდა მოეძიებია,ვის გაზეთის გამოშვებაზე და მხატვრულ
გაფორმებაზე უნდა ეზრუნა,ან ფოტო-მასალა მოეგროვებინა,თუ ინტერვიუ ჩაეწერა ვეტერანებისგან.
ვფიქრობ ,სასწავლო პროექტის მთელი მსვლელობა წარმატებული
იყო,რადგან განსხვავებული ასაკის მოსწავლეებმა ერთად თანამშრომლობის შედეგად შეძლეს
მათზე დაკისრებული ყველა აქტივობის ხალისიანად შესრულება.თუმცა ყველაზე წარმატებულ
ორ საფეხურს გამოვყოფ:1)სოფელ კლდის დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის დასუფთავების
აქცია ,რომელიც პროექტის მონაწილეებმა მოაწყვეს 7მაისს;2)პროექტის დასკვნითი ღონისძიება,რომელიც
ერთგვარი ანგარიში და შემაჯამებელი მუშაობა იყო მოსწავლეებისაგან,სადაც მონაწილეებმა
წარმატებით შეძლეს თავიანთი მოძიებული მასალების და შემოქმედებითი უნარის პრეზენტაცია.
პროექტში
მონაწილე მოსწავლეებმა გამოავლინეს შრომისმოყვარეობა,პასუხისმგებლობა,თანამშრომლობისა
და თანაგუნდელის აზრის პატივისცემის და გაზიარების უნარები.პროექტის დასასრულს შევხვდი
მოსწავლეებს და მათ გააანალიზეს პროექტის შედეგი.მოსწავლეებმა ისწავლეს საჭირო ინფორმაციის
მოძიება,თემში უფროსებთან ურთიერთობა,მათ შეაფასეს ერტმანეთის შრომა,აღნისნეს,რომ გახდნენ
უფრო ორგანიზებულნი და პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოუყალიბდათ,ისწავლეს სლაიდ-შოუს
მომზადება და პრეზენტაცია.და რაც ყველაზე მთავარია,მათ ,და ასევე სხვა მოსწავლეებმაც
იციან ქართველი ხალხის დიდი წვლილი და მსხვერპლი ფაშიზმზე გამარჯვებაში,სწორედ სოფელ
კლდიდან ფრონტზე წასული მათი წინაპრები რომ იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად.
მსგავს პროექტებზე
მუშაობისას შემდგომში მოვახდენ მოსწავლეთა ასაკობრივ ცვლილებას,რათა უფრო მეტი მოსწავლე
იყოს ჩაბმული მათთვის სასარგებლო საქმიანობაში და ისტორიის აქტუალურ საკითხებზე თავად
შეძლონ საინტერესო ინფორმაციის მოძიება და კვლევა.ასევე გავითვალისწინებ პროექტის ბიუჯეტის
დაგეგმვას,რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ ეთნოგრაფიული კვლევის ფართო არეალზე წარმოებაში.
Комментарии
Отправить комментарий