გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  მთავარი  თემა
 არაბთა  ბატონობა  საქართველოში
სწავლების  საფეხური
 XI კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
 9 მოსწავლე
გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალურობა
 მოსწავლეს  განუვითარდება  მსჯელობის,შედარების,ანალიზის  უნარები.
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
 ისტ.XI.5.მოსწავლე  შეძლებს  განსაზღვროს  ქართული  სახელმწიფოს  ადგილი  და  როლი  არაბთა  სახალიფოს  მიერ  წარმოებული  დაპყრობითი ომების  დროს.

ისტ.XI.7.მოსწავლე  შეადარებს  მონოთეისტურ  რელიგიებს.იმსჯელებს  თუ  რა  გავლენა  მოახდინა  არაბ  დამპყრობელთა  რელიგიამ  ქვეყნის  კულტურულ  განვითარებაზე,ეკონომიკასა  და  ყოფაზე.

ისტ.XI.8.

მოსწავლე შეძლებს  სხვადასხვა კულტურების ურ­თიერთზეგავლენის საკითხების კვლევას.
  წინასწარი  ცოდნა
 მოსწავლეებმა  იციან  არაბთა  სახალიფოს  შექმნის  ისტორია,მათ  მიერ  საქართველოს  დაპყრობამდე    წარმოებული  დაპყრობითი  ბრძოლები.
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
 ინდივიდუალური  განმსაზღვრელი
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
 XI კლასის  სახელმძღვანელო,ინდივიდუალური  სამუშაო  რვეული, რუკა, ფოტომასალა.
გაკვეთილის  მსვლელობა/
 A-ფაზა(გამოწვევა)-15წთ.
კლასის  ორგანიზება-2წთ.
საშინაო  დავალების  შემოწმება-10წთ.
გონებრივი  იერიში-3წთ.
წინასწარ  კლასი  დაყოფილია  3ჯგუფად.თითოეული  ჯგუფი  წერილობით  მოკლედ  აღწერს   თემას:” ისლამური  კულტურის  გავლენა არაბთა  მიერ  დაპყრობილ  ქვეყნებზე.”
(მაგ.არაბები  ესპანეთში,თბილისის  საამირო,ბაღდადი  აბასიანთა  დროს)

B-ფაზა(შინაარსის  კონსტრუირება)-25
მასწავლებელი  მოსწავლეებს  მინი–ლექციის  სახით  გააცნობს  არაბთა  შემოსვლას  ქართლში,”დაცვის  სიგელის  “  გაფორმებას, მურვან–ყრუს  ლაშქრობას  საქართველოში.
თითოეულ  ჯგუფს  ეძლევა  სამუშაო: Iჯგუფი–წყარო1–ის  გაანალიზება, II-ჯგუფი–წყარო2–ის  გაანალიზება, III ჯგუფი–იმსჯელონ,” დაცვის  სიგელში “ აღნიშნული  “ჯიზიით  დამცირება”  რა  სახის  ურთიერთობებზე  მეტყველებს  ქართველებსა  და  არაბებს  შორის.

Cფაზა(შეჯამება)–5წთ.
მასწავლებელი  სვამს  შემაჯამებელ  კითხვებს:
1.არაბთა  შემოსვლამდე  რომელი  დამპყრობლების  მოგერიება  უწევდათ  ქართველებს?
2.რა  არის  დამძიმებული  “ჯიზია”  და  “ხარაჯა”?
3.დასავლეთ  საქართველიში  რომელი ციხე  და  ქალაქი  აიღო  მურმან–ყრუმ?
საშინაო  დავალება:წაიკითხეთ  არაბობის  ხანის  რომელიმე  აგიოგრაფიული  თხზულება,გაკვეთილზე  დაყრდნობით  დაახასიათეთ  არაბთა  ბატონობა  საქართველოში.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სასწავლო პროექტი - "ქართველები დიდ სამამულო ომში"

პრეზენტაცია