პროექტები

პროექტის
სახელწოდება
 ჩემი  სკოლის  ისტორია  (სოფ.კლდის საჯარო  სკოლა)
პროექტის
მთავარი იდეა
 მოსწავლეები  გაეცნობიან  იმ  სკოლის  ისტორიას ,სადაც  სწავლობენ.
პროექტის მნიშვნელობა / აქტუალობა
 მოსწავლეებს  განუვითარდებათ  თანამშრომლობის  და  ინფორმაციის  მოძიების   უნარი. მოსწავლე  შეძლებს  მოძიებული  ინფორმაციიდან პროექტისთვის   მნიშვნელოვანი  ინფორმაციის შერჩევას. მოსწავლეებს  ეცოდინებათ  ისტ-ის  გამოყენებით  პროექტის  მომზადება.მოსწავლეები  შეძლებენ  ღონისძიების  ორგანიზებას.
პროექტის მიზნები.
 მოსწავლეები  შეისწავლიან  სკოლის  ისტორიას, შეძლებენ  ინფორმაციის  მოძიებას,გამოუშვებენ  კედლის  გაზეთს, თითოეულ  ჯგუფი  შექმნის  პრეზენტაციას,განუვითარდებათ  ღონისძიების  მოწყობის და  ჯგუფური  მუშაობის  უნარები.
მოსწავლეთა ასაკი
 14,15,16 წლის  მოსწავლეები.
ვადები/
ხანგრძლივობა
 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები, რა შეიძლება შეიქმნას
         მოსწავლეები  აიღებენ  ინტერვიუს  სკოლასთან  დაკავშირებული  ადამიანებისაგან,გამოუშვებენ  კედლის  გაზეთს,  შეძლებენ  მოძიებული  ინფორმაციისა  და  პრეზენტაციების  ბლოგზე  ატვირთვას.მოაწყობენ ღონისძიებას,სადაც  მოხდება  მოპოვებული  ინფორმაციის,ფოტომასალის,სლაიდ  შოუს  ფორმით    წარდგენა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
 ციფრული  ფოტოაპარატი,კომპიუტერი,ფორმატები,მარკერები,კალმები,  რვეულები,თაბახის  ფურცლები,პროექტორი,სააქტო  დარბაზი.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
1.  პროექტში  მონაწილე  მოსწავლეებს  დავყოფ  სამ  ჯგუფად. თითოეულ  ჯგუფს  მივცემ  დავალებას.
ა)    ჯგუფი I-მოიძიონ  ინფორმაცია  კლდეში  სკოლის  დაარსების  შესახებ.
ბ)    ჯგუფი II-მოიძიონ  ინფორმაცია  სკოლის  მიღწევების,სკოლაში  მოღვაწე  დამსახურებული  პედაგოგების  შესახებ.
გ)   ჯგუფი III-მოიძიონ  ინფორმაცია  სკოლის  მიმდინარე  ცხოვრებისა   და  მომავალი  გეგმების  შესახებ.
 2.    ჯგუფებს  დაევალოს  ფოტოების  გადაღება  და გადაღებული და მოძიებული მასალის საფუძველზე  კედლის  გაზეთის  გამოშვება.
 3.   მოძიებული  ინფორმაციით  და  ფოტო-მასალებით  მოსწავლეები  შექმნიან  პრეზენტაციებს  და  ატვირთავენ  ბლოგზე.
  4.   პროექტის  დასკვნით  ეტაპზე  მოსწავლეებს  დაევალებათ  სასკოლო  ღონისძიების  მოწყობა  პროექტის  საჩვენებლად.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
 ისტორია (ეთნოგრაფია), ისტ–ი.
პროექტის ხელმძთღვანელი
 კლდის  საჯარო  სკოლის  ისტორიის  პედაგოგი  შორენა  ჭყოიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
 shorena.chyoidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
 http://shorenachyoidze.blogspot.com/

                                                      
                     პრეზენტაციის  შეფასების  ცხრილი



კრიტერიუმები
საშუალო
კარგი
საუკეთესო
დავალებასთან  შესაბამისობა
მიჰყვება  ინსტრუქციათაგან  მხოლოდ  ზოგიერთს.
მიჰყვება  ინსტრუქციებს,თუმცა  ზოგჯერ  ზედაპირულად.
ყველა  ინსტრუქცია  გათვალისწინებულია,დავალება  სრულყოფილად  არის  შესრულებული.
აუდიტორიასთან  კონტაქტი
ვერ  ამყარებს  კონტაქტს  აუდიტორიასთან
ნაწილობრივ  ამყარებს  კონტაქტს  აუდიტორიასთან.
სრულყოფილად  ამყარებს  კონტაქტს  აუდიტორიასთან.

შემოქმედებითობა
ცდილობს,თუმცა  ვერ  აჩვენებს  შემოქმედებით  უნარს.
ნაწილობრივ აჩვენებს  შემოქმედებით  უნარს.

სრულყოფილად  აჩვენებს  შემოქმედებით  უნარს.

დროის  ლიმიტი
ვერ იცავს  დროის  ლიმიტს
ნაწილობრივ  იცავს  დროის  ლიმიტს

სრულად  იცავს  დროის  ლიმიტს.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

გაკვეთილის გეგმა

სასწავლო პროექტი - "ქართველები დიდ სამამულო ომში"

პრეზენტაცია